თეონა აქუბარდია: ვაგრძელებთ მუშაობას, რომ სანქციები დაწესდეს იმ მძიმე დარღვევებისთვის, რომელსაც ოლიგარქიული რეჟიმი ახორციელებს

“ვაგრძელებთ მუშაობას, რომ სანქციები დაწესდეს ფუნდამენტური უფლებების იმ მძიმე დარღვევებისთვის, დემოკრატიის ავტორიტარიზმით ჩანაცვლებისთვის, რომელსაც ოლიგარქიული რეჟიმი ახორციელებს“, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ მოქალაქეს, ვინც ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავს.

„მათ შორის დასავლეთისგან იზოლაციის კუთხით, რამდენად გაზარდა ქვეყნისთვის გაცხადებული ინტერესების კუთხით საფრთხეები. გუშინ ყველამ ვიხილეთ დასავლელი მეგობრების განცხადებები, მათ შორის დიდი ბრიტანეთის, რომელმაც ყველა პროგრამა ბოლომდე გააჩერა, რომელიც იყო, მათ შორის, თავდაცვის სფეროში საქართველოსთან. თქვენ ნახეთ ევროკავშირის ელჩის პოზიცია, მისი მწვავე შეფასებები და სანქციები, რომელიც იქნება დამიზნებული პირდაპირ ავტორიტარულ რეჟიმზე. ასევე, ხედავთ იმ მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რომელიც დასავლეთისგან ქართველ ხალხს აქვს ქვეყნის დემოკრატიის და ევროპული მომავლის დაცვის გზაზე, მათ შორის ძალადობის დაგმობა და მოთხოვნა, უკანონო პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების, რომელიც შეერთებული შტატების საელჩომ გააჟღერა. ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი კიდევ ერთხელ ავტორიტარული ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ. ერთობლივი მუშაობა გაგრძელდება და მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა მოქალაქეს, რომელიც 12 დღის მანძილზე მშვიდობიანად იცავს საქართველოს ევროპულ მომავალს და კონსტიტუციას“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები