მდინარაძე – ზურაბიშვილზე: არ მივდივარო, იძახის ეს ადამიანი, ეს ხომ არასერიოზულია?!
“პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ საინტერესო იქნება, სალომე ზურაბიშვილი სკამს რომ ჩაებღაუჭება – არ მივდივარო, იძახის ეს ადამიანი, ეს ხომ არასერიოზულია?!”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„პრეზიდენტის არჩევის ახალი წესია, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტს აირჩევენ დელეგატები. შემადგენლობა შედგება პარლამენტის წევრებისგან, აჭარისა და აფხაზეთის მთავრობების წარმომადგენლებისგან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებისგან. ამის შემდეგ ის დაელოდება ინაუგურაციის და შემდეგ ის იქნება უფლებამოსილი შეუდგეს პრეზიდენტის საქმიანობას. მერე იქნება საინტერესო სანახავი სალომე ზურაბიშვილი, სკამს რომ ჩაებღაუჭება. არ მივდივარო იძახის ეს ადამიანი, ეს არასერიოზულია, არ გავალ სასახლიდანო, ფეხებს ხომ არ გააფიჩინებს?!“, – აღნიშნა მდინარაძემ.