მამუკა მდინარაძე: მიხეილ ყაველაშვილი არის ეროვნული, პატრიოტი ადამიანი, ძალიან კარგი მცოდნე პოლიტიკის და იმ საკითხების, რაც ეროვნულ გამოწვევებთან დაკავშირებით შეიძლება იყოს ამ ქვეყანაში

“საქართველოში არ არის წარმოდგენები პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ისეთი, როგორიც უნდა იყოს და ისეთი, როგორიც უნდა შეესაბამებოდეს პრეზიდენტის უფლებამოსილებას. რაღაცა პრეზიდენტის საქმე არის, რაღაც არა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც მიხეილ ყაველაშვილს ექნება, არის კომპეტენციის შესაბამისი უფლებამოსილების სწორად ეროვნული ინტერესებიდან და კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გამომდინარე მოქმედება.

„სალომე ზურაბიშვილმა თავდაყირა დააყენა ეს ყველაფერი. თავისი პრეზიდენტობის პირველ პერიოდში ეს ადამიანი ცდილობდა, რომ რაღაცნაირად თავისი კომპეტენციის ჩარჩოებში ყოფილიყო, შემდეგ გავიდა არა თუ კომპეტენციის ჩარჩოებიდან, არამედ მომსახურების ყველანაირი არეალიდან და სფეროდან.

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც მიხეილ ყაველაშვილს ექნება, არის კომპეტენციის შესაბამისი უფლებამოსილების სწორად ეროვნული ინტერესებიდან და კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გამომდინარე მოქმედება. ვინაიდან მიხეილ ყაველაშვილი არის ეროვნული, პატრიოტი ადამიანი, ძალიან კარგი მცოდნე პოლიტიკის და იმ საკითხების, რაც ეროვნულ გამოწვევებთან დაკავშირებით შეიძლება იყოს ამ ქვეყანაში.

ბოლო წლების განმავლობაში ის დრომაც საქციელმაც, ქმედებამაც, ყველაფერმა გამოცადა. მე მგონია, რომ შესაბამისი კომპეტენციიდან გამომდინარე მისი მოქმედება ეროვნულ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული იქნება. ყველა ასე თვლის გუნდში და ამიტომ ექნება მას მაქსიმალური მხარდაჭერა.

ჩვენ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ნდობას ვუცხადებთ მას და არა როგორც ჩვენს მეგობარს, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე სანდო ადამიანი, არამედ ის შეიძლება იყოს ყველაზე სანდო ქვეყნის ინტერესების გატარებაში“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს ჩატარდება, ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები