მიხაილ როთი – ევროკავშირის ლიდერებს: რას იტყვით, ბოლოს და ბოლოს, თვითმფრინავში რომ ჩასხდეთ და თბილისში ჩაფრინდეთ?

გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ევროკავშირის ლიდერებს: ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევოკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასს, ევროკომისარს გაფართოების საკითხებში – მარტა კოსს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოსტას მიმართავს.

„რას იტვით, ბოლოს და ბოლოს, რომელიმე თქვენგანი რომ თვითმფრინავში ჩაჯდეს და თბილისში ჩაფრინდეს, ძვირფასო ურსულა ფონ დერ ლაიენ, კაია კალას, მარტა კოს, ანტონიო კოსტა.

ხალხი იქ დემონსტრაციებს არა მეტი დასვენების დღეების ან უფრო მაღალი პენსიისთვის, არამედ ჩვენი ევროპული ღირებულებებისთვის აწყობს. უკვე დაგავიწყდათ?“, – წერს როთი X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები