დავით ხურცილავა: 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ გავუშვებდით – დღეს ვხვდები, რომ ივანიშვილმა ბეწვის ხიდზე გაატარა ქვეყანა და ჩვენ გადავრჩით

რომ გადაატრიალონ ეს მთავრობა, თვითონ მოვლენ? ეს მსახიობები დამიდგებიან ხელმძღვანელად, პრემიერ-მინისტრად?! მე მიშა სააკაშვილის მირჩევნია ირაკლი კობახიძე, – ამის შესახებ მსახიობმა, დავით ხურცილავამ (ჯაპანა) გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.

„2012 წელს, ბიძინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ გავუშვებდით. დღეს ვხვდები, რომ ივანიშვილმა ბეწვის ხიდზე გაატარა ქვეყანა და გვირაბის ბოლოს სინათლეს ვხედავ. ხვალ ეს ქვეყანა რომ იქნება ბედნიერი და არცერთ ევროპულ ქვეყანაზე ნაკლები, ამაში დარწმუნებული ვარ. ჩვენ გადავრჩით, როდესაც 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ გავუშვით. ესენი რომ კიდევ აქ ყოფილიყვნენ, ეს ქვეყანა რა მდგომარეობაში იქნებოდა, დაახლოებით წარმომიდგენია.“, – აღნიშნა მსახიობმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები