მაია ბითაძე: ევროინტეგრაციის პროცესი უნდა წარიმართოს ისე, რომ არ დაირღვეს ქართველი ხალხის ღირსება
„ევროინტეგრაციის პროცესი უნდა წარიმართოს ისე, რომ არ დაირღვეს ქართველი ხალხის ღირსება“, – ამის შესახებ მედიასთან პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი პარტიისა და ქართველი ხალხის მყარი რწმენაა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.
„ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ როგორც „ქართული ოცნების“, ასევე საქართველოს მოსახლეობის მყარი რწმენაა, რომ საქართველოს მომავალი არის ევროკავშირში, მაგრამ ევროკავშირში წევრობა და ევროინტეგრაციის პროცესი უნდა წარიმართოს ისე, რომ არ დაირღვეს ქართველი ხალხის ღირსება“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.