რატი იონათამიშვილი: სააკაშვილი არის თანამედროვეობის ყველაზე მასშტაბური დამნაშავე – ჩვენს ქვეყანაში არ დარჩა სფერო, სადაც დანაშაული არ ჩაედინა
სააკაშვილი არის ის კარიკატურა, რომელიც რაც უფრო მეტს ილაპარაკებს, მით უფრო კარგი იქნება, ამიტომ მისი სასამართლო სხდომები გასართობია ჩვენი საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ადამიანი არის თანამედროვეობის ყველაზე მასშტაბური დამნაშავე. არ დარჩა სფერო, სადაც დანაშაული არ ჩაედინა ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.