ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ არ დავიწყებთ ყოველ ჯერზე შანტაჟის რეჟიმში ჩადგომას – თუ თქვენ მართლა გინდათ საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნა, რასაც ობიექტურად საქართველო ყველაზე მეტად იმსახურებს, დღესვე დადეთ ეს დოკუმენტი მაგიდაზე
მივაღწევთ იმას, რომ ევროკავშირთან დაახლოების 90%-ზე მეტი ეს კონკრეტული სამუშაო შესრულებული იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ჩვენ არ დავიწყებთ ყოველ ჯერზე შანტაჟის რეჟიმში ჩადგომას. თუ თქვენ მართლა გინდათ საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნა, რასაც ობიექტურად და თქვენივე შეფასებით, საქართველო ყველაზე მეტად იმსახურებს დღესვე დადეთ ეს დოკუმენტი მაგიდაზე“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.