“ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე მივაღწევთ ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას და ეს მარტივი არ იქნება” – მდინარაძე
“ნურავის ექნება ილუზია, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება, „ნაცმაიდანი“ მოახდინონ იმიტომ, რომ აქ ერთ მხარეს, ამ შემთხვევაში და ყველა შემთხვევაში ჩვენს მხარეს, არის სიმართლე, არის ხალხი და არის სამშობლოს რეალური შეგრძნება და არა – პიარისათვის გამოსაყენებელი სამშობლო, რომელიც მათთვის, რეალურად, არ არსებობს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.
“ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე მივაღწევთ ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას და ეს მარტივი არ იქნება, შეგუებულები ვართ და ქართველი ხალხიც ამას შეეგუა. ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი სვლა არ იქნება მარტივი, მაგრამ, ღირსეულად, ჩვენ ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ქვეყანას და ხალხს გავხდით ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრებად, როგორც ამას ჩვენი ისტორიული წარსული, ჩვენი კულტურა, მენტალობა და ქრისტიანული, დემოკრატიული ევროპის აღქმა გვკარნახობს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.