ლევან მაჭავარიანი: ბატონი კობახიძის შეთავაზება არის გულწრფელი ადამიანების მიმართ, რომლებიც შეცდომაში არიან შეყვანილები
“ქართული ოცნების” წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შეთავაზება საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით არის გულწრფელი ადამიანების მიმართ, რომლებიც შეცდომაში არიან შეყვანილები.
მისი თქმით, კობახიძე მზადაა კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.
„ახლაც ბატონი კობახიძის შეთავაზება არის გულწრფელი ადამიანების მიმართ, რომლებიც შეცდომაში არიან შეყვანილები, რომ დავსხდეთ ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს დახურული ფორმატი, თუ ღია ფორმატი და გავმართოთ დისკუსია. ბატონი პრემიერი, რა თქმა უნდა, მზად არის, რომ ყველაფერზე ამომწურავი პასუხი გასცეს. თუ არ ვცდები, გუშინ ამას გამოეხმაურა ქალბატონი ხიდაშელი და ბატონი ჯანელიძე, რომლის გულწრფელობაშიც, რა თქმა უნდა, ობიექტურად ძალიან ეჭვი მეპარება“, – განაცხადა მაჭავარიანმა.