თამარ ჩიბურდანიძე: ჯერ სტუდენტები, შემდეგ სკოლის მოსწავლეები, ახლა უკვე ბაღებს მიმართავენ გამოსვლისკენ, ბარემ სამშობიაროებსაც მიაკითხეთ, იქნებ ჩვილებს ან მუცლადმყოფ ბავშვებსაც მოუნდეთ გამოსვლა და კი შეგივსოთ ცარიელი ადგილები?”
ქუჩის აქციებში არასრულწლოვანთა ჩართულობას და რადიკალების მხრიდან მათ გამოყენებას სოციალურ ქსელში ეხმიანება „ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე. როგორც ის აღნიშნავს, სხვა რესურსი ოპოზიციას არ გააჩნია და მიტინგებსა თუ მსვლელობებზე ცარიელი ადგილების შევსებას ბავშვებით ცდილობს.
„ის, რაც დღეს ხდება, ტრაგიკომედიაა. ამ საშინელებების შემხედვარეს, იუმორის დროც აღარ გვრჩება, მაგრამ ოპოზიცია მაინც ახერხებს ჩვენს გაღიმებას.
ჯერ სტუდენტები, გუშინ სკოლის მოსწავლეები, დღეს კი ბაგა-ბაღებს მიმართეს, გამოდით აქციებზეო. ვერ შეავსეს რუსთაველი და რა ქნან?
ერთ რჩევას მოგცემთ, ხვალ სამშობიაროებთან მიდით რუპორებით და მიმართეთ ჩვილებს, ან ჯერ კიდევ მუცლადმყოფ ბავშვებს, რა იცით, იქნებ მათაც მოუნდეთ აქციებზე გამოსვლა და კი შეგივსოთ ცარიელი ადგილები?
არა შეჯდა მწყერი ხესაო, ხომ გაგიგიათ? ეგა ხართ სულ! ღმერთმა ნურც შეგსვათ!” – წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩიბურდანიძე.