პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი დაშავდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე საქართველოს პირველი არხის კიდევ ერთი გადამღები ჯგუფი დაშავდა.

ტელეკომპანიის ცნობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტს, ლიზი ჩიმჩიურს, ასევე ოპერატორებს, პაატა ჯაჭვლიანსა და ბიძინა ჩომახაშვილს.

ამ დროისთვის პირველი არხის გადამღები ჯგუფი თავს კარგად გრძნობს და აგრძელებს მუშაობას აქციიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები