რა ვითარებაა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე – ბოლო ცნობები პროტესტის ეპიცენტრიდან
რუსთაველის გამზირზე ვითარება კვლავ დაძაბულია.
აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმელებს შორის დაპირისპირება ისევ გრძელდება.
მომიტინგეთა ნაწილი, რომელიც სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლის ღონისძიების შემდეგ, რუსთაველის მეტროსადგურისკენ წავიდა, კვლავ უკან, რუსთაველის გამზირზე დაბრუნდა.
ისინი ამ დროისთვის სასტუმრო “თბილისი მერიოტის” მიმდებარედ იმყოფებიან. ასევე, მომიტინგეთა ნაწილი რჩება რუსთაველის გამზირის მიმდებარედ არსებულ ქუჩებზე. ამასთან, აქციის მონაწილეთა ნაწილი ქაშვეთის ტაძრის ეზოში არიან შეკრებილი.
ცოტა ხნის წინ, პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის თეატრის წინ საბურავები მიიტანეს და ცეცხლი დაანთეს.
სპეცრაზმი მომიტინგეების წინააღმდეგ პერიოდულად წყლის ჭავლს და სხვა სპეციალურ საშუალებებს იყენებს. აქციის მონაწილეები კი საპასუხოდ საპოლიციო ძალების მიმართულებით პიროტექნიკას ისვრიან.