გიორგი ვოლსკი: ვფიქრობ, გავა დრო და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ქუჩაშია გამოსული, მიხვდება, რომ არავითარი ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება არ ხდება
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი გუშინ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„ვფიქრობ, გავა დრო და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ქუჩაშია გამოსული, მიხვდება, რომ არავითარი ანტიევროპული, მით უმეტეს, არავითარი შეჩერება ევროინტეგრაციის პროცესის არ ხდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.