მაია ბითაძე – გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ინფორმაციის არგანახლებაზე: ეს მიუთითებს საქართველოსა და გერმანიას შორის ორმხრივი ურთიერთობებისა და ზოგადად დიპლომატიური ურთიერთობებისადმი არასერიოზულ დამოკიდებულებაზე

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ინფორმაციის არგანახლებას აფასებს.

„ეს მიუთითებს საქართველოსა და გერმანიას შორის ორმხრივი ურთიერთობებისა და ზოგადად დიპლომატიური ურთიერთობებისადმი არასერიოზულ დამოკიდებულებაზე, რაც სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში რეგულარულ რეჟიმშია გადაზრდილი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო ჯამში გერმანიის მთავრობა გაიაზრებს, რომ საქართველოს და მის ხელისუფლებას გერმანია პატივისცემით უნდა მოეპყროს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნილია საქართველოს ნოტა. საქმე ეხება ოფიციალური მონაცემების განახლებას. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე, საქართველოს პრეზიდენტად ისევ მითითებულია სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები