„ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან შეხვედრა საფუძველს დაუდებს ძალიან ბევრ ცვლილებას სექტორის მიმართულებით“ – ნინო ისაკაძე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ტურიზმის სექტორი: სასტუმროების, ტურისტული კომპანიების, რესტორნების წარმომადგენლები და გიდები დაესწრნენ.
საუბარი შეეხო ტურიზმის სექტორში გლობალურ გამოწვევებს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.

შეხვედრის მნიშვნელობაზე საუბრობს სასტუმრო “ყვარლის ტბის რეზორტისა” და “მონოგრაფის” მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი ნინო ისაკაძე.

„ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან განვიხილეთ საკითხები ყველა მიმართულებით, მათ შორის სატრანსპორტო, შიდა ტურიზმის კუთხით. საუბარი იყო სხვადასხვა აქციებისა და ღონისძიებების დაგეგმვის შესახებ, ვისაუბრეთ კოლაბორაციებზეც და მგონია, რომ ეს შეხვედრა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან საფუძველს დაუდებს ძალიან ბევრ ცვლილებას სექტორის მიმართულებით და იმედი გვაქვს, რომ ყველანი ერთად შევძლებთ გამოვიდეთ ამ რთული ვითარებიდან“,-აცხადებს ნინო ისაკაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები