გიორგი ვოლსკი – გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ინფორმაციის არგანახლებაზე: საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, თავის ელჩს ამ ფორმით დაუჭიროს მხარი, რომელიც პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში

“გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, თავის ელჩს ამ ფორმით დაუჭიროს მხარი, რომელიც პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს უბადრუკი გამოძახილი.

„გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ თავის ელჩს ამ ფორმით დაუჭიროს მხარი, რომელიც პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და ჩართულია იმდენად, რომ ამით დაინტერესდნენ ბუნდესტაგში. ამის უბადრუკი გამოძახილია ის, რასაც გვიკეთებს თავისი მოსაზრებიდან გამომდინარე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნილია საქართველოს ნოტა. საქმე ეხება ოფიციალური მონაცემების განახლებას. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე, საქართველოს პრეზიდენტად ისევ მითითებულია სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები