ქუთაისში 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
ქუთაისში 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, პარლამენტარმა ზაზა ლომინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს სასულიერო პირებმა.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელებმა ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ძეგლი ყვავილებით შეამკეს და საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ერემეიშვილის თქმით, 9 აპრილი არ არის მხოლოდ ეროვნული ტრაგედიის დღე, ეს არის თარიღი, რომელმაც საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობის აღდგენა მოუტანა.
,,დღეს ქუთაისში პატივი მივაგეთ 9 აპრილის გმირების ხსოვნას.
9 აპრილი არ არის მხოლოდ ეროვნული ტრაგედიის დღე, ეს არის თარიღი, რომელმაც საქართველოს მოუტანა თავისუფლება და დამოუკიდებლობის აღდგენა.
1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპული გმირების ხსოვნა გვავალდებულებს, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, თავისუფლებასა და ერთიანობას.” – განაცხადა ქუთაისი მერმა დავით ერემეიშვილმა.