ანა დოლიძე: სრულიად ამაყი ვარ, რაც ხდება ქვეყანაში, ეს არის ახალი ეროვნული მოძრაობა

“სრულიად ამაყი ვარ, რაც ხდება ქვეყანაში, ეს არის ახალი ეროვნული მოძრაობა”, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, საქართველო იღვიძებს.

“ეს არის ახალი ეროვნული მოძრაობა. სრულიად ამაყი ვარ რაც ხდება ქვეყანაში. იღვიძებს საქართველო. მადლობა გმირულად მებრძოლებს, განსაკუთრებული მადლობა პატრიოტ ჟურნალისტებს. ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი: ყველა ქალაქი უნდა დადგეს ფეხზე. ჩვენები ვიქნებით რუსთაველზე და ყველგან და სადაც საქართველო დაიცავს დამოუკიდებლობას”,- წერს დოლიძე.

ცნობისთვის, მოქალაქეები, რომლებიც “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, ამ წუთებში, პარლამენტის შენობასთან იკრიბებიან. აქციის მონაწილეებს ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილი აქვთ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

შეგახსენებთ, გუშინ საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები