უკრაინამ როსტოვის ნავთობბაზა დაბომბა

უკრაინამ დრონებით რუსეთში, როსტოვის ოლქში მდებარე ნავთობის საცავი დაბომბა,- ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაბომბვის შემდეგ ნავთობბაზაზე ცეცხლი გაჩნდა.

ამავე დროს, როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა იური სლიუსარმა განაცხადა, რომ რეგიონი უკრაინული დრონების მასირებული შეტევის სამიზნე გახდა.

მისი თქმით, როსტოვის ოლქის ჩრდილო-დასავლეთში უკვე განადგურებულია 30 უპილოტო საფრენი აპარატი. როგორც როსტოვის ოლქის გუბერნატორი იტყობინება, კამენსკის რაიონში სამრეწველო ობიექტი იწვის. ხანძრის ქრობაში 109 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები