ბალტიის ზღვაში ორი წყალქვეშა საკომუნიკაციო სადენი დაზიანდა – მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო
CNN-ის ცნობით, ბალტიის ზღვაში ორი წყალქვეშა საკომუნიკაციო სადენი დაზიანდა, მათგან ერთი შვედეთსა და ლიეტუვას, ხოლო მეორე ფინეთსა და გერმანიას აკავშირებს.
შვედეთი, ფინეთი და გერმანია საკომუნიკაციო სადენების დაზიანების ფაქტებს იძიებენ.
„მთავრობა მოვლენებს აკვირდება. აუცილებელია გაირკვეს, რატომ შეწყვიტა ერთდროულად ორმა სადენმა ბალტიის ზღვაში მუშაობა“, – განაცხადა შვედეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრმა, კარლ-ოსკარ ბოლინმა.
მომხდართან დაკავშირებით ფინეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ საქმე შესაძლოა „ჰიბრიდულ ომს“ ეხებოდეს.