გიორგი კახიანი საარჩევნო სიების ჩახსნაზე: მთელი თავიანთი პოლიტიკური პროცესები სიყალბეზე აქვთ აგებული

,,მთელი თავიანთი პოლიტიკური პროცესები სიყალბეზე რომ აქვთ აგებული, ვეღარ გამოდიან აქედან და ერთ აბსურდს მეორეს ამატებენ და არიან ამ კომიკურ ვითარებაში”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა, გიორგი კახიანმა ოპოზიციის მიერ საარჩევნო სიების ჩახსნაზე საუბრისას განაცხადა.

,,თუ მართლა ასე ფიქრობენ, დასაცინები არიან.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” და მისმა წარმომადგენლებმა განაცხადი რომ გააკეთეს არჩევნების წინ, არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ვინმე აძალებდა მათ? ეს მათი თავისუფალი ნების გამოხატულება არ იყო? ანუ არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, ახლა ნახეს, რომ ვერ გაიმარჯვეს და მათი ლოგიკით, “ნაციონალურ მოძრაობას” შეუძლია არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, თუ ვერ გაიმარჯვებს მერე იტყვიან ჩახსენით ჩვენი სიები, ამას უნდა მოჰყვეს პარლამენტის ვერ შეკრება და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. შემდგომ, დაელოდებიან მომდევნო არჩევნებს, ისევ მომდევნო არჩევნებზე რომ ვერ გაიმარჯვებენ, იმავეს გააკეთებენ – იტყვიან, რომ ჩვენ ვხსნით ჩვენს სიებს. სიბრიყვემდე დასული აბსურდი არის, ვინმეს თუ მართლა სჯერა, რომ კონსტიტუცია ასეთ რამეს ითვალისწინებს.

ანუ არჩევნები ჩატარდა, არჩევნებამდე მათი თავისუფლების გამოხატულება იყო ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და არავის დაუძალებია მათთვის მონაწილეობა. არჩევნები ჩატარდა, 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო ამ არჩევნებში მონაწილეობა, ახლა ცესკოს ვალდებულებაა, რომ არჩევნების შედეგები ოფიციალურად გამოაცხადოს, ამიტომ, ოფიციალურად გამოცხადებამდე ვერაფერი ვერ შეიცვლება, იმიტომ, რომ ეს იქნება ორ მილიონზე მეტი ადამიანის ნების გამოხატულების ნიველირება. ბუნებრივია, ამას ვერავინ გააკეთებს და ეს ელემენტარულ ლოგიკას ეწინააღმდეგება”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები