ზაალ ანჯაფარიძე: ოპოზიცია კონფრონტაციის გამწვავებაზე მიდის – მათი გზავნილი, თითქოს ახალი არჩევნები „მთელი ხალხის მოთხოვნაა“, ერთხელ და საბოლოოდ უნდა გაბათილდეს

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნას ეხმიანება.

„ოპოზიცია კონფრონტაციის გამწვავებაზე მიდის. მათი აბსოლუტურად ყალბი და არაფერზე დაფუძნებული გზავნილი თითქოს ახალი არჩევნები “მთელი ხალხის მოთხოვნაა” უნდა ერთხელ და საბოლოოდ გაბათილდეს საზოგადოების იმ უმრავლესობის მტკიცე და საჯაროდ დემონსტრირებული პოზიციით, ვინც 26 ოქტომბერს ხელისუფლება აირჩია.

მე ადრეც დავაფიქსირე ეს პოზიცია და ვისაც უნდა ეწყინოს ვისაც არა, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ. ამის საჭიროებას ბევრი თავად დაინახავს, ამ ბანდის თავხედობის ზრდის კვალობაზე”- წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები