იონათამიშვილი – ოპოზიციის აქციებზე: მათ ათკაციან სეირნობებს ვხედავთ, რაც უშინაარსო და უსახურია

“ოპოზიციას ვერანაირი გეგმა ვერ ექნება, რადგან საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ისაუბრა.

დეპუტატმა ოპოზიციის აქციები შეაფასა, როგორც” ათკაციანი სეირნობები”.

„მათ ათკაციან სეირნობებს ვხედავთ, რაც უშინაარსო და უსახურია. მათი აქტივობა კარგია, საზოგადოება ხედავს, ოპოზიცია როგორი გაკოტრებულია. ისინი რაც უფრო დასუსტდებიან და გაქრებიან, მით მეტი სივრცე გაჩნდება რეალური ოპოზიციის ჩამოსაყალიბებლად, რაც კარგი იქნება. ამას კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ყოველთვის ხელს უშლიდა. ჩვენ ოპოზიცია კი არ გვყავს, არამედ უცხო ძალების აგენტები, რომელთა მიზანია საქართველოს განადგურება და ქართველ ხალხზე შურისძიება. ეს ვერ განახორციელეს და სასოწარკვეთას ვხედავთ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები