ნიკოლოზ ბასილაშვილი იაპონიაში მიმდინარე კობეს ტურნირის ფინალში გავიდა
ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი იაპონიაში მიმდინარე, კობეს ტურნირის ფინალში გავიდა.
ნახევარფინალში მან სამხრეთ აფრიკელ ფილიპ ჰენინგს ორ სეტში მოუგო.
ქართველი ჩოგბურთელი A ტიპის რეიტინგში 215-ე ადგილზეა, ფინალში კი 11 ნოემბერს იაპონელ ჰიროკი მორაის შეხვდება.