მეტროს ლიანდაგში ჩავარდნილ მამაკაცს, მატარებელმა გადაუარა და გარდაიცვალა

  მეტროსადგურში “300 არაგველი” ლიანდაგში 50 წლამდე მამაკაცი ჩავარდა – ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით შეტყობინება 12: 47 წუთზე შევიდა. ლიანდაგში ჩავარდნილ მამაკაცს, მატარებელმა გადაუარა და გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები