მაია სანდუ: მოლდოვამ ისტორიული ნაბიჯი გადადგა, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ჩაიწეროს ევროკავშირში ინტეგრაცია კონსტიტუციაში

მოლდოვამ ისტორიული ნაბიჯი გადადგა, ვინაიდან, დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ჩაიწეროს ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენს კონსტიტუციაში, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ ქსელში წერს.

„მოლდოვამ ისტორიული ნაბიჯი გადადგა, ვინაიდან, დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ჩაიწეროს ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენს კონსტიტუციაში, რაც ბოლო რეფერენდუმში ჩვენი ხალხის ნებას ასახავს. გამარჯვება ჩვენს მოქალაქეებს ეკუთვნით, რომლებმაც მშვიდობასა და კეთილდღეობაზე დამყარებული მომავალი აირჩიეს“, – წერს სანდუ X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები