შალვა პაპუაშვილი: საერთაშორისო ინსტრუმენტებს ვიყენებთ იმისთვის, რომ მოვუწოდოთ ყველას, აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა

,,რა თქმა უნდა, ჩვენ საერთაშორისო ინსტრუმენტებს ვიყენებთ იმისთვის, რომ მოვუწოდოთ ყველას, აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით არაღიარების პოლიტიკის ნაწილი.

„როგორც იცით, წელს გაერო-ში რეზოლუციას, რომელიც გულისხმობს დევნილების დაბრუნებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და თავისი არსით არის ასევე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია, წელს ჰყავდა რეკორდულად მაღალი რაოდენობა მხარდამჭერებისა, სპონსორებისა. ასევე, ვცდილობთ სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმის გამოყენებით, რომ არავინ გადაუხვიოს არაღიარების პოლიტიკას და პირიქით, ვინც არ არ აღიარებს საერთაშორისო სამართლის ამ ძირითად პრინციპებს, დაუბრუნდეს ამ ძირითადი პრინციპების აღიარებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები