ტრამპი: აშშ უკრაინასთან სამხედრო დახმარების კუთხით თანამშრომლობას აგრძელებს
„აშშ უკრაინასთან სამხედრო დახმარების კუთხით თანამშრომლობას აგრძელებს,“ – ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ჩვენ მათთან [უკრაინასთან] ვთანამშრომლობთ, რათა დავეხმაროთ. ამავე დროს ჩვენ ჩვენი მოთხოვნებიც უნდა დავაკმაყოფილოთ“, – აღნიშნა მან.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა. კერძოდ, საუბარია ჰაერსაწინააღმდეგო და საარტილერიო ჭურვების მიწოდების შეჩერებაზე.