კვლევა: უკრაინელები ზალუჟნის უფრო მეტად ენდობიან, ვიდრე ზელენსკის
უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდალს, უკრაინის ელჩს დიდ ბრიტანეთში ვალერი ზალუჟნის უკრაინის მცხოვრებთა შორის უფრო მაღალი ნდობა აქვს, ვიდრე ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, – ამის შესახებ ნათქვამია უკრაინული საქველმოქმედო ორგანიზაციის Future Research Foundation-ის სახელით ჩატარებულ კვლევაში. ამის შესახებ РИА Новости იუწყება.
კვლევა ორმა უკრაინულმა სოციოლოგიურმა კომპანიამ განახორციელა. Info sapiens-მა ათასობით რესპონდენტზე სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა, Active Group-მა კი კვლევის შერეული მეთოდი გამოიყენა.
„ვალერი ზალუჟნიმ, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე მაღალი ნდობა დაიმსახურა, რადგან რესპონდენტთა 37,8% მას სრულად ენდობა, ხოლო კიდევ 37,5% „უფრო მეტად ენდობა მას“. ამასთან, გამოკითხულთა მხოლოდ 16,2%-მა გამოთქვა სრული ან ნაწილობრივი უნდობლობა მის მიმართ“, – ნათქვამია კვლევის შედეგებში, რომელიც გამოქვეყნებულია Future Research Foundation-ის ვებგვერდზე.
აღნიშნული მონაცემებით, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი ნდობის მხრივ მეორე ადგილს იკავებს და მას სრულად გამოკითხულთა 20,8% ენდობა.
ამასთან, რესპონდენტთა 49,2% სრულად ან ნაწილობრივ ენდობა ვოლოდიმირ ზელენსკის, ხოლო 44,5% „ნაწილობრივ ან მთლიანად უნდობლობას“ უცხადებს მას.