ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროპაში მშვიდობის უზრუნველყოფა დასავლეთის ხელშია
ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ რიჟენკოვმა განაცხადა, რომ ევროპის რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის საკითხი დასავლეთის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.
მისი თქმით, თუ იქნება პოლიტიკური ნება, უზრუნველყოფილი იქნება მშვიდობა და შეიქმნება უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ახალი გარანტიები, რასაც ყველა ქვეყანა პატივს სცემს.
„ყველაფერი კოლექტიური დასავლეთის ხელშია, სადაც ძალიან ცოტაა უნგრეთის მსგავსი ქვეყანა, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობის მიღწევას. მდგრადი და სერიოზული მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საჭიროა პოლიტიკური ნება. თუ აშშ და ევროპის ქვეყნები შეწყვეტენ რუსეთისა და ჩინეთის ყურებას, მაშინ ყველაფერი შესაძლებელი იქნება“, – განუცხადა რიჟენკოვმა ჟურნალისტებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან შეხვედრის შემდეგ.