ტაივანს თავს ძლიერი ტაიფუნი დაატყდა – გამოცხადებულია უმაღლესი დონის განგაში

ტაივანს, კერძოდ, კუნძულ კონგ-რეის 1996 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი ტაიფუნი დაატყდა თავს. სტიქია ყველაზე მეტად აღმოსავლეთ სანაპიროებზე მძვინვარებს,- ინფორმაციას “სიენენი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის დაიღუპა 1 და დაშავდა 73 ადამიანი.

რეგიონში განგაშის უმაღლესი დონეა გამოცხადებული, დაიხურა ბაზრები, მაღაზიები და ყველა მოქმედი დაწესებულება. გაუქმდა 298 საერთაშორისო ფრენა, ყველა შიდა ფრენა და ყველა საბორნე მომსახურება.

ტროპიკული შტორმი მე-4 კატეგორიის ქარიშხლად შეფასდა.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ 36 000 ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, ისინი სამაშველო სამუშაოებში ჩაერთვებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები