ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ (DPRK) საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოცადა,- ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იტყობინება.

რაკეტის იაპონიის მიმართულებით გაშვება მოხდა მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების თავდაცვის ლიდერებმა ჩრდილოეთ კორეის ჯარების რუსეთში განლაგება დაგმეს.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ტესტებს “მტრების პასუხი” უწოდა.

იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რაკეტის ფრენა, დაახლოებით, ათასი მეტრის სიმაღლეზე რეკორდულ 85 წუთს გაგრძელდა.

შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ დაგმეს რაკეტის გაშვება, ხოლო სამხრეთ კორეის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ აპირებს ახალი სანქციების შემოღებას DPRK-ის წინააღმდეგ.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერის შონ სავეტის განცხადებით, გაშვება გაეროს უშიშროების საბჭოს მრავალი რეზოლუციის აშკარა დარღვევაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები