ბორჯომის მერია: სოფელ კორტანეთში შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთში შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

“პროექტის ფარგლებში, გზის 750 მეტრიან მონაკვეთზე არმირებული ბეტონის საფარი იგება, ეწყობა საყრდენი კედლები და სანიაღვრე სისტემა. სამუშაოებს შპს ,,მშენებელი 2011″ ასრულებს.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები