ედიშერ გვენეტაძე თინა ბოკუჩავას ბრიფინგზე: ახლა უკვე კოლექტიური ფსკერიც კი გაუვარდათ ამ უბედურებს, ამიტომაც იქცნენ საბოლოოდ ფსკერგავარდნილ “ნაცებად”
ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, თინა ბოკუჩავას ბრიფინგს ეხმიანება, რომელმაც განაცხადა, რომ მისი მეუღლე, კოტე იოსელიანი გაიტაცეს და ზეწოლის შედეგად ჩაწერა ვიდეო, რომელშიც უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.
ექსპერტი აცხადებს, რომ “ნაცები” ისედაც ყოველმხრივ ფსკერგახვრეტილები იყვნენ, თუმცა, უკვე კოლექტიური ფსკერიც კი გაუვარდათ. მისივე თქმით, “ნაცების” მესაიდუმლე ნანუკა ჟორჟოლიანმა, სკრუპულოზურად აღწერა ბოკუჩავას ქმრის სავალალო მდგომარეობა.
“ისედაც ყოვლის მხრივ გახვრეტილ ფსკერიანები იყვნენ, განსაკუთრებით კი ტვინით, მაგრამ ახლა უკვე კოლექტიური ფსკერიც კი გაუვარდათ ამ უბედურებს. ამიტომაც იქცნენ საბოლოოდ ფსკერგავარდნილ ნაცებად ანუ ცოლიან-ქმრიან-ხაბეებიან-გუბაზებიანად…
ისე რა გინდათ. რას ერჩით?
რაც მართალი მართალია, იცის ნამდვილად ამათი რეალური “სტატუსი” მათმა სულიერმა და ხორციელმა მეგობარმა და მესაიდუმლემ, მელობიე, ნანულა ჟორჟოლიანმა. ამიტომაც სკრუპულოზური, იუველური სიზუსტით აღწერა თინიკოს ქმრის სავალალო მდგომარეობა.
იცის და…” – წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.