“ნორმალურია, რომ სახელმწიფოები ცდილობენ, შესაბამისი რეაგირება მოახდინონ ძალადობაზე, ეს იქნება ნიღბების აკრძალვის შემოტანა თუ სამართალდამცავების რეაგირება ამ სახის ძალადობაზე” – მახაშვილი

“ნორმალურია, როცა სახელმწიფოები ექსტრემიზმსა და ძალადობაზე რეაგირებენ, ასევე ნორმალურია, რომ სახელმწიფოები ცდილობენ, შესაბამისი რეაგირება მოახდინონ ძალადობაზე, ეს იქნება ნიღბების აკრძალვის შემოტანა თუ სამართალდამცველის რეაგირება ამ სახის ძალადობაზე”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

„დასანანია, როცა ამ სახის ძალადობას დუმილით თუ სხვადასხვა ფორმით ხელს უწყობ. არანაირი ფინანსური ინტერესი არ აქვთ, რომ ამერიკაში მიმდინარე პროცესები შეაფასონ და ასევე, მათთვის ამერიკის კრიტიკა მათი არსებობისთვის ძირის გამოთხრა იქნება. ამიტომ, გასაგებია, რომ ერთის მხრივ, ეშინიათ და მეორე მხრივ, იქ არანაირი ფინანსური ინტერესი არ აქვთ, რადგან ის პროექტები, რასაც ახორციელებენ, ამერიკას არ ფარავს“, – განაცხადა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები