ირაკლი მეზურნიშვილი მონტენეგროს სამიტზე: ამ ფორმატს ჩვენ გამოვიყენებთ პირველ რიგში იმისთვის, რომ მაქსიმალურად ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავიცვათ, ევროპელ პარტნიორებთან ვისაუბროთ, რაც დღეს ხდება რეგიონში
ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა
ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების რიგით პირველ სამიტთან დაკავშირებით ისაუბრა.
„ამ ფორმატს ჩვენ გამოვიყენებთ პირველ რიგში იმისთვის, რომ მაქსიმალურად ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავიცვათ, ევროპელ პარტნიორებთან ვისაუბროთ, რაც დღეს ხდება რეგიონში. დღეს რეგიონს აქვს ძალიან დიდი გამოწვევები და ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვითანამშრომლოთ, რათა ის გამოწვევები და პრობლემები, რაც ჩვენი ქვეყნების წინაშე დგას, მაქსიმალურად ეფექტიანად გადაიჭრას“, – აღნიშნა მეზურნიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, მონტენეგროშია და მონაწილეობას მიიღებს ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების რიგით პირველ სამიტში, რომელიც დღეს იხსნება. დაგეგმილია სიტყვით მიმართვა და ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის ნატოს, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებთან.