პრემიერ-მინისტრი მეხანძრე-მაშველის, გიორგი ლელაშვილის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მეხანძრე-მაშველის, გიორგი ლელაშვილის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
პრემიერ-მინისტრი უსამძიმრებს გიორგი ლელაშვილის ოჯახს და ახლობლებს.
„გუშინ, ხანძრის ჩაქრობის დროს, თბილისში, ვაკის რაიონში, დაიღუპა მეხანძრე-მაშველი, გიორგი ლელაშვილი. მე მინდა, მივუსამძიმრო მის ოჯახს, კოლეგებს, მეგობრებს, ახლობლებს. მინდა, სამძიმარი გამოვთქვა ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა პრემიერმა.