თბილისში ავტომობილი 65 წლის ქალს დაეჯახა

 

   თბილისში, ნაძალადევის რაიონში, დადიანის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი 65 წლის ქალბატონს დაეჯახა. მან სხეულის დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები