გორში და მუნიციპალიტეტის სოფლებში ნაგვის ურნების დამატება და დაზიანებული ურნების ახლით ჩანაცვლება მიმდინარეობს
“გორში და მუნიციპალიტეტის სოფლებში ნაგვის ურნების დამატება და დაზიანებული ურნების ახლით ჩანაცვლება მიმდინარეობს”,- ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
“მუნიციპალიტეტის მასშტაბით ნაგავშემკრები კონტეინერების დიდი ნაწილი დაზიანებული იყო და გამოცვლას საჭიროებდა, ამასთან სოფლების ნაწილში, ურნების რაოდენობა გაიზარდა. ჯამში გორში და 77 სოფელში 300-ზე მეტი ახალი ურნა განაწილდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.