ნინო წილოსანი: თბილისში მიმდინარე პროტესტის სახე – უსახო კოსმოპოლიტი, რომელსაც ისე დავიწყებია საკუთარი ქვეყნის ინტერესები, „შემთხვევით“ ყველაზე დიდი მავნებლობები უკეთებია
„თბილისში მიმდინარე პროტესტის სახე – უსახო კოსმოპოლიტი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში წერს და აქციის მონაწილის ფოტოს აზიარებს.
„თბილისში მიმდინარე პროტესტის სახე – უსახო კოსმოპოლიტი, რომელსაც ისე დავიწყებია საკუთარი ქვეყნის ინტერესები, “შემთხვევით” ყველაზე დიდი მავნებლობები უკეთებია: პარლამენტზე შტურმი; გადატრიალების მცდელობა; საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების დასანქცირების მოთხოვნა; ქვეყნის რეპუტაციაზე და ეკონომიკაზე თავდასხმა; აბსურდული ბრალდებები, და ა.შ. უცხო ძალის გავლენით ჩადენილი ბოროტი მოქმედებების გრძელი ჩამონათვალი”, – წერს ნინო წილოსანი.