ჯუმბერ კოპალიანის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ისტორიკოს, არქეოლოგ და ანთროპოლოგ ჯუმბერ კოპალიანის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, მას ეროვნული ბიბლიოთეკის საპატიო მკითხველის ჯილდო და სიმბოლური საჩუქრები გადაეცა.
„ბატონ ჯუმბერს ეროვნული მოძრაობიდან ვიცნობ. მახსოვს მისი პოზიცია, მისი თანამშრომლობა და მეგობრობა. ვულოცავ იუბილეს. ის ჩვენი გამორჩეული და საუკეთესო მკითხველია“, – განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები