საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 12 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეწყალებულებიდან 9 მსჯავრდებული პირი სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ორი მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.
შეწყალების აქტი შეეხო ერთ პირობით მსჯავრდებულს, რომელიც სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.