ფოთში, კიკალეიშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოეწყო
ფოთში, კიკალეიშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაიგო ორი ფენა ასფალტო-ბეტონის საფარი. მოეწყო რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, ტროტუარები დეკორატიული დაწნეხილი ფილებით. დამონტაჟდა ახალი გარე განათების სისტემა. განხორციელდა სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა და დამონტაჟდა საგზაო ნიშნები.
დასრულებული სამუშაოები ფოთის, ხობის და სენაკის დელეგატმა გიორგი ხახუბიამ ფოთის მერთან, ბექა ვაჭარაძესთან, ერთად დაათვალიერა.
ვაჭარაძის თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით აქტიური ღონისძიებები გაგრძელდება.
,,საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით ვაგრძელებთ აქტიურ ღონისძიებებს როგორც სახელმწიფოს, ისე ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, რომელიც ეტაპობრივად მოიცავს ქალაქის ყველა ქუჩას“, – განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.