ორსული, რომელსაც 4 ოქტომბერს მარტვილში ავტომობილი დაეჯახა, გარდაიცვალა

ორსული ქალი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში ავტომობილი დაეჯახა, გარდაიცვალა.

ქალი რამდენიმე დღის განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები