ბავშვზე ძალადობაში ბრალდებულ ცეკვის მასწავლებელს 2000-ლარიანი გირაო შეეფარდა – ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში მასწავლებლის მიერ 12 წლის მოზარდის ცემის ფაქტზე არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

აღნიშნულის შესახებ “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ, ცეკვის პედაგოგს აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

ცნობისთვის, სავარჯიშო დარბაზში დამონტაჟებული კამერებიდან ცნობილი ხდება, როგორ ძალადობს ბავშვზე ცეკვის მასწავლებელი როგორც ფიზიკურად, ისე – ფსიქოლოგიურად.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

ანზორ მამულაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები