ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ისრაელის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმით იმუქრება

ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) მეთაურის მოადგილემ, ალი ფადავიმ განაცხადა, რომ ისრაელის ელექტროსადგურები და გაზის გადამამუშავებელი ქარხნები შეიძლება მათ სამიზნეში მოხვდეს.

„ირანი დიდი და ვრცელი ქვეყანაა და აქვს მრავალი ეკონომიკური ცენტრი, ხოლო ისრაელს აქვს სამი ელექტროსადგური და რამდენიმე გადამამუშავებელი ქარხანა. ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაფერი მიზანში ერთდროულად ამოვიღოთ“, – აღნიშნა ფადავიმ.

მანვე დასძინა, რომ ირანი ყველა ენერგეტიკულ ობიექტს დაუმიზნებს, თუ ისრაელი „შეცდომას“ დაუშვებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, ბეირუთში „ჰეზბოლას ლიდერის, ჰასან ნასრალას მკვლელობის საპასუხოდ, ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები