მაჭავარიანი – როთზე: ის ჩვეულებრივად არის „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ წევრი და აქტივისტი
“მიხაელ როთს სულ ნეგატივი შემოაქვს. ილანძღება, შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს რწმენას, ჩვენს მოქალაქეებს, უხეშად ერევა ჩვენს წინასაარჩევნო პროცესებში და არღვევს ჩვენს კანონმდებლობას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც მიხაელ როთის ინიციატივას გამოეხმაურა.
როთი წინასაარჩევნო პროცესში ერთვება და საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს ხმის მიცემის პროცესში რეგისტრაციისთვის დახმარებას სთავაზობს.
„ამ პიროვნებაზე რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. ის ჩვეულებრივად არის „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ წევრი და აქტივისტი”, – აღნიშნა მაჭავარიანმა.