გივი მიქანაძე: ბევრად მძიმე დასკვნა დადო ეუთო/ოდირმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე, მაგრამ არც აშშ-ში და არც სხვა ქვეყნებიდან განცხადებებიც არ გაუკეთებიათ ამასთან დაკავშირებით

“ჩვენ ვნახეთ, რომ ბევრად მძიმე დასკვნა დადო ეუთო/ოდირმა, მაგრამ არავის, არც აშშ-ში და არც სხვა ქვეყნებიდან განცხადებებიც არ გაუკეთებიათ ამასთან დაკავშირებით”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, გივი მიქანაძემ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის წინასწარ დასკვნებზე საუბრისას განაცხადა.

„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის ორმაგი სტანდარტით მიდგომა და ლიბერალების მცდელობა, როგორმე საქართველოში როგორმე სიტუაცია არიონ, რაც არ გამოუვათ და ეს დასკვნა კიდევ ერთხელ იძლევა იმის დადასტურებას, რომ არჩევნები მართლაც ძალიან მაღალი სტანდარტით ჩატარდა“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები