მერია: ბორჯომში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, აგვისტოს თვეში, 1 103 ბენეფიციარს 261 993 ლარის დახმარება გაეწია

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, აგვისტოს თვეში, 1 103 ბენეფიციარს 261 993 ლარის დახმარება გაეწია. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

“მათ შორის:

190 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის 128 881 ლარი გამოიყო;

99 ბენეფიციარი მედიკამენტების შესაძენად 18 617 ლარით დაფინანსდა;

ონკოლოგიური დაავადებების მქონე 29 პაციენტი 26 775 ლარით დაფინანსდა;

107 მრავალშვილიანი ოჯახი 25 750 ლარით დაფინანსდა;

308 ოჯახი კომუნალური გადასახადებისათვის 11 520 ლარით დაფინანსდა;

100 წელს გადაცილებულ 2 მოქალაქეს 200-200 ლარი ჩაერიცხა;

ასევე, სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს შშმ პირებმა, დედ-მამით ობლებმა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში 25-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება, რომელთა მთავარი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის მატერიალური და სოციალური მდგომარეობის ხელშეწყობა და გაუმჯობესებაა”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები